უგულავა: გახარია თამაშობს რაღაც მაჩოობანას, მისი ოხუნჯობებიც ამას მიუთითებს

ყველაზე სამწუხარო და სავალალო ისაა, რომ გახარიას სახუმაროდ ნამდვილად არ აქვს საქმე. გახარიას თუ მართლა ყავა უნდა შემიძლია დავპატიჟო და მოვუყვე რა სტადიაში იმყოფება დღევანდელი ქართული ოცნება გახრწნის და დეგრადაციის. მივიღეთ ძალის გამოყენება და უსუსურობის დემონსტრირება, ამასთანავე მივიღეთ, ის რომ პოლიციის მორალზე ეს აუცილებლად ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამ პრობლემებზე პასუხი მოეთხოვება პირვე რიგში გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს. უნდა მოვიდეს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში საით მიჰყავს ჩვენი უსაფრთხოება. თუ ყავა უნდა ყავასაც დავალევინებთ პარლამენტში, ოღონდ იმედია ჩვენს ყავას გაიზიარებს და არ ეგონება, რომ ციანიდს ვუყრით. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, თამაშობს რაღაც მაჩოობანას, მისი ოხუნჯობებიც ამას მიუთითებს, მაჩო მინისტრი არავის არ სჭირდება, საქმის მკეთებელი მინისტრი და მთავრობაა საჭირო.

ევროპული საქართელოს ლიდერი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ "თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები." გახარიამ ამ განცხადებით გიგა ბოკერიას უპასუხა, რომელიც მის პარლამენტში მისვლას მოითხოვდა.

კომენტარები