კაპანაძე: ამ რაკურსში გადატანა, რომ გახარია მაინცდამაინც ყავაზე უნდა მოვიდეს, არასწორია

სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გაურბის სერიოზულ კითხვებზე პასუხებს და მას მიაჩნია, რომ ეს საქილიკო თემაა. ვიღაცამ ყავაზე უნდა დაპატიჟოს, რომ კითხვებს პასუხები გასცეს. მას მოუწევს კომიტეტზე მოსვლაც და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ისე როგორც ვალდებულია, მოვიდეს მინისტრის საათზე და ამ რაკურსში გადატანა, რომ მაინცდამაინც ყავაზე უნდა მოვიდეს ჩვენთან, არის არასწორი

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე რუსთავი 2-თან გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ "თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები." გახარიამ ამ განცხადებით გიგა ბოკერიას უპასუხა, რომელიც მის პარლამენტში მისვლას მოითხოვდა.

კომენტარები