სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ, ზელენსკის დავეხმარები, შემიძლია რჩევები მივცე

სანამ პოროშენკოა პრეზიდენტი, მე უკრაინაში ვერ დავბრუნდები. როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურად დაიწყებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მას დახმარება სჭირდება და დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა. შემიძლია რჩევები მივცე.. უკრაინაში თანამდებობას არ ვეძებ. მინდა კიევში ჩემს მეგობრებს შორის ვიყო. გარდა ამისა, ვატყობ, რომ ახლა პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება. საჭიროა მათი მომზადება, ლექციების ჩატარება, კონსულტირება. მე ამ საქმეს სიამოვნებით გავაკეთებ. დროა ახლები გავუშვათ სცენაზე. ასეთი ხალხი უნდა ვიპოვოთ და მოვამზადოთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Белсат ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები