პატრიოტთა ალიანსი

კვიციანი: სინამდვილეში, გიგა ბოკერიაა ბიძინა ივანიშვილის მფარველი

ამ საქმეს [კოდორის სპეცოპერაციას] ნაციონალები არავითარ შემთხვევაში არ გამოიძიებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს. ვინ გითხრათ, რომ [ნაციონალები ხელისუფლებაში] არ არიან. პარლამენტს ნაციონალები აკონტროლებენ. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც გიგა ბოკერია მოისურვებს. ის არის პარლამენტში მთავარი. და არა მარტო პარლამენტში, ქვეყანაშიც. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს მას, სინამდვილეში კი სხვაგვარად არის საქმე. თავად გიგა ბოკერიაა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მფარველი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ახალ თაობასთან ინტერვიუში.

კომენტარები