ღვთისმშობლის წილთხვდომილობის დღესასწაული

ჯაფარიძე წილხვდომილობაზე: არანაირი წილისყრა არ ყოფილა, ღვთისმშობელი ყომარბაზი არ იყო

19-ში არის არჩევნები, ხელისუფლებამ მიაკითხა საპატრიარქოს, საპატრიარქო არანაირი რელიგიური ინსტიტუტი არ არის ამ ქვეყანაში, არის ერთი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, ამიტომ ხელისუფლებას როდესაც სჭირდება ხმები, მუდმივად აკითხავენ საპატრიარქოს და საპატრიარქო ასეთი ტრანზაქციული ინსტიტუტია - ყიდის თავის დახმარებას, რაღაცეებში ცვლის, ხან იღებს მიწებს, ფულს, ჯიპებს, ხან რას იღებს, ხან რას. ახლაც რაღაც ასეთი მოთხოვეს და მიიღეს ზომბირებული მრევლისთვის მორიგი ლუკმა დღესასწაულის სახით - "ვითომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მოდი, ეს კონკრეტულ დღეს აღვნიშნოთ". თუმცა, არ ვიცი, იცით თუ არა, რამდენიმე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას, რამდენიმე ქვეყანაშია ლეგენდა, რომ ეს წილი მათ ხვდათ, სინამდვილეში არანაირი წილისყრა არ ყოფილა, ღვთისმშობელი ყომარბაზი არ ყოფილა

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისის წილხვდომილობის დღედ დაწესების შესახებ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები