პლენარული სესია

ჭიაბერაშვილი: ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მთავრობა მანიპულირებს

კოლეგებო ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა დღეს რიცხვებით და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდება, თუ ვნახავთ, რეალურად, რას გულისხმობს მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა რითაც აქ ქალბატონი მარიამ ჯაში გამოდიოდა. 

სინამდვილეში, ხელფასების ზრდა, თუ ავიღებთ პედაგოგებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ, ეკუთვნის 26 000 მასწავლებელს. მაშინ, როდესაც დაანონსებული ხელფასების ზრდა შეეხება მხოლოდ 5 869 პედაგოგს ანუ პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 10%-ს. ანუ რეალურად ქართული ოცნების მიერ დაანონსებული ნებისმიერი ინიციატივა გულისხმობს არა რეალურ შეღავათს, იქნება ეს ჯარი, პოლიცია, მასწავლებლები, არამედ ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ლოზუნგებს. 

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები