არის ერთი დეგრადირებული, ყოფილი დეპუტატი ხულოში, ანზორ ბოლქვაძე. ჩემი სირცხვილი, რომ ეგ ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა, კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, მიშა სააკაშვილო, შენ რა გითხარიო. ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდზე დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა. ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ თავი გამოიჩინა თავისი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის სსიპ-ის თანამშრომლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ხულოს სამხატვრო გალერეა. ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ საქართველოში, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? არა, ძაან კარგი ხალხი ცხოვრობს ხულოში, ინტელექტუალი, ბევრი პროფესორია, განათლებული ადამიანი, არაფერი სასაცილო ხულოში არ არის თავისთავად, საერთაშორისო მასშტაბით ხალხი ჰყავთ, მაგრამ სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან? იმ შუაშია, რომ ბოლქვაძის ცოლს უნდა დასაქმება
tbl.ge/3ot9
დაკოპირდა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს, მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




