ქართველთა მარში

ბრეგაძე: ქვეყანაში არის ლიბერასტულ-ლგბტ დიქტატურა, რომელიც ბოლშევიზმთანაა შერწყმული

ჩვენ დღეს საქართველოში დამყარებული გვაქვს ლგბტ დიქტატურა და მე ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუნდაც ერთერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ ლიბერალური ლგბტ დიქტატურა არის დამყარებული, ჩვენი ტელევიზიები. თქვენი ტელევიზია [ტვ პირველი] მე არ გეპირფერებით, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ, რეალობას ვამბობ, არის ერთერთი და შეიძლება, ითქვას ერთადერთიც, გამონაკლისი საქართველოს მედიასივრცეში, რომელიც აშუქებს კონსერვატორული აზროვნების პოლიტიკოსებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თქვენ გაგაჩნდეთ განსხვავებული მოსაზრებები. სხვა, აბსოლუტურად ყველა ტელევიზია დაკეტილია კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანებისთვის. ფაქტობრივად, დახშობილია. ეს არის ლიბერასტულ-ლგბტ დიქტატურის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არიან ისინი შერწყმულები ბოლშევიზმთან. კომუნისტების მმართველობის დროს "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" ვუსმენდით ხოლმე, რომ თავისუფალი აზრი გაგვეგო. აი, ასე გვიწევს სადღაც გაძრომა-გამოძრომა, რომ ჩვენი აზრი მივაწოდოთ ადამიანებს იმიტომ, რომ დახშული არის ეს სივრცე

ნეოფაშიტური მოძრაობის "ქართველთა მარშის" ერთერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ტვ პირველის ეთერში გადაცემა "რეაქციაში". 14 მაისი

კომენტარები