სიღარიბე

თურნავა: ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს არა ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, სიღარიბის დასაძლევად

ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერმინისტრის დავალებით ვიმუშავებთ. საუბარია, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა და ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ინვესტორზე, აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მიყვანა ყველა ოჯახამდე და ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა. პრიორიტეტია ასევე ქართული წარმოებისა და ბიზნესის დაცვა. დღეს მათ სჭირდებათ სამართლიანი თამაშის წესების შექმნა. ამ კუთხით მე გამოვყოფდი ანტიდემპინგურ კანონს, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და მალე წარვადგენთ განსახილველად. ჩვენი ლიბერალური ბაზრის პირობებში, თუკი ამა თუ იმ ინდუსტრიას დასჭირდება დაცვა უხარისხო ანალოგიებისგან, დემპინგურ ფასებში შემოტანილი იმპორტისგან, ამ კანონით შესაძლებელი იქნება დაცვის მექანიზმის ამოქმედება. ბევრი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა მიმართავს ასეთ ცივილიზებულ მეთოდს.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები