არჩევნები 2019

ბაქრაძე: მხარი დავუჭირე ადამიანს, რომელიც მჯერა, რომ იქნება კანონის და წესიერების გარანტი

საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო - ხალხს აღარ უნდა იმ გაჭირვებაში და პრობლემებში ცხოვრება, რომელშიც შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ხალხს სჭირდება უკეთესობა, სჭირდება წინსვლა, სჭირდება მოგვარებული პრობლემა, მაგრამ თავისით არაფერი არ კეთდება და არ გვარდება, ცვლილებების გზა გადის არჩევნებზე. ამიტომ მე დღეს მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლისაც მჯერა, რომ ის იქნება კანონის, სამართლის და წესიერების გარანტი საქართველოს პარლამენტში. მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც დღეს საშუალება აქვს, მოვიდეს შუალედურ არჩევნებზე, მობრძანდით, თქვენი ხმა ცვლის საქართველოს, თქვენი ხმა ცვლის თქვენი ოჯახის და თქვენს მომავალს. თავისით არაფერი არ შეიცვლება, თუ ჩვენ დავრჩებით სახლში, თუ ჩვენ ჩავიქნევთ ხელს, თუ ჩვენ ხმას მივცემთ ზეწოლის ან მოსყიდვის შედეგად, ხვალ, ზეგ, მაზეგ ვიცხოვრებთ ისევე და ვიცხოვრებთ უარესად, ვიდრე ეს ხდება დღეს. ამიტომ, ერთადერთი გზა, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება არის სწორედ არჩევნები. ამიტომ დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, ხმას მისცემს ცვლილებებს და ცხოვრების გაუმჯობესებას

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მთაწმინდის ოლქში, 26-ე უბანზეთავისი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები