არჩევნები 2019

სანდრა რულოვსი: თუ მეორე ტური არ შედგება, ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ შედეგებს. კი ამბობს მმართველი პარტია, რომ მოიგეს, მაგრამ ოფიციალური შედეგები არ დადებულა. თუ მეორე ტური გამოცხადდება, მე მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში ზუგდიდის სახელით.

თუ იტყვიან საოლქო კომისიაში, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს კრიმინალური, ბანდიტური და სუს-ის სპეცოპერაციის გზით მოგებული არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა იქნება ზუგდიდის გარეშეც გაგრძელებული. მე შეიძლება აქ ვიყო, მე აქ ვცხოვრობ. მე ამ ხალხთან ერთად მოვიპოვე ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც არ მქონდა. თქვენ კარგად იცით, როგორი მშვიდი ვიყავი ყოველთვის.

თქვა ენმ-ის და 12 ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა ზუგდიდში, სადაც მან ამომრჩეველს მიმართა.  ზუგდიდში, ისევე, როგორც მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ოლქში, გარდა მთაწმინდისა, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მთაწმინდაზე მეორე ტური ჩატარდება. ცესკომ ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო, თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერაც არ გამოუცხადებია. 

კომენტარები