არჩევნები 2019

რულოვსი: საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან და დამთავრდეს ივანიშვილის სასახლესთან

ჩვენ გადავწყვიტეთ გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან და გაგრძელდება მთელ ქვეყანაში და მთაწმინდაზე, შუშის სასახლესთან დამთავრდება, ივანიშვილის სახლთან.

ჩვენ მოვითხოვთ ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლას, მან უნდ დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი ქმედებები და ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დავტოვებ არცერთ ქუჩასა და უბანს, სოფელს და ქალაქს - ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან.

ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია, ჩამოვყალიბდებით რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება.

თქვა სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდში მერობის ენმ-ის და 12 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი კანდიდატი იყო, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები