კახაძე: 2 წლის წინ 600-მა ადამიანმა მომცა ხმა, ახლა 15-ჯერ მეტი ხმა მივიღე, 15-ჯერ, ჯერადად

როცა 2 წლის წინ მთაწმინდაზე 600 ხმა მივიღე, ამ ნაბიჯით ამომრჩეველმა სამართლიანად გამაკრიტიკა და არჩევანი არ მომიწონა - ახლა 15-ჯერ მეტი ხმა მივიღე, 15-ჯერ, ჯერადად.

ჩემი აქ (ქართულ ოცნებასთან) მოაზრება ხალხს გაუხარდა. თქვენ გგონიათ, ადმინისტრაციული რესურსი მოვიდა და იმან მომცა ხმა? არა, ბატონო. მე ხმა იმ ადამიანებმა მომცეს, ვისაც ჩემი ამ კომპოზიციაში დანახვა გაუხარდა. ისინი ზუსტადაც ჩემი ამომჩევლები არიან, ჩემი მეზობლები, ჩემი სამეგობრო, ბავშვობა, ისტორია და ზუსტად მადლობას ვეუბნები ამ ოჯახს, ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ამ რეალიზაციით დამინახა და ახლა მეორე ტურში ვნახავთ, რაც იქნება.

თქვა ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ პალიტრა ნიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახაძეს და ევროპული საქართველოს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს შორის. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები