არჩევნები 2019

ჯაფარიძე ევროპულ საქართველოს: თუ ხმები გინდათ, უნდა დაიწყოთ თხოვნით, იქნებ გაძლევთ

თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწყოთ თხოვნით, ასეთი ზმნა არსებობს ქართულში, თხოვნა ჰქვია. ჩვენ გვაქვს ხმები, თქვენ გჭირდებათ ხმები და შეგიძლიათ ითხოვოთ წესიერად, იქნებ გაძლევთ.

"აუ, ახლა დროზე გირჩმა აასხით, მიდით საარჩევნო უბნებზე და შემოხაზეთ ჩვენი კანდიდატი, თორემ ქოცებს დაგიძახებთ", ეს თხოვნა არ არის, ეს არის იაფი მორალური დამუნათება, შეიძლება, ეგეთი ტიპის დამუნათება თქვენს აქტივისტებზე მოქმედებს, მაგრამ გირჩში ასეთი დამუნათება მაგრად გვკიდია, წესით, უნდა გესმოდეთ, რომ გვკიდია, თან დიდი ხანია

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპულ საქართველოს მიმართავს. ცნობისთვის, გირჩი ამბობს, რომ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მხარს არავის დაუჭერს. მთაწმინდაზე მეორე ტურში ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები