ლარის უაუფასურება

მაჭავარიანი: მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას

რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიც არის. უკვე ერთ წელზე მეტია, დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დოლარზე დამოკიდებული. მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ, მაგალითად, ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევები, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად, ზუსტად ამის მიმართ, რომ იმუნიტეტი გვქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი და ტარგეტირებული. ვისაც დოლარში აქვს სესხი, ზუსტად ის ნაწილია ყველაზე უფრო მოწყვლადი ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ლარის გაუფასურებაზე. ცნობისთვის, ბლუმბერგის სისტემაში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს.

კომენტარები