მელია: შესაძლოა, მე აქედან უკეთ ვხედავ, რა ხდება, ვიდრე სააკაშვილი ქვეყნის გარეთ

მე და მიხეილ სააკაშვილს ერთი მიზანი გვაქვს. მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, ეს არის პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს,  ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა... ეს ნორმალური ამბავია, ბუნებრივია, როცა თქვენ სტუდიაში ხართ, უკეთესად არ იცით, ვიდრე ჩემთან, სახლში? უკეთესად იცის ინგამ სტუდიაში რა ხდება, ვიდრე მაიკომ სახლში. ამიტომ, აქ არაფერი სკანდალის შემცველი არ არის. მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არის პლუსი, როცა მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია და მას შეუძლია, მე მირჩიოს

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია TV პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია". ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა არ უნდა გააკეთონ განცხადებები ემოციურ ფონზე, რომელიც დააზიანებს ოპოზიციურ მოძრაობას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები