არჩევნები 2019

კახაძე: გინდათ, პოზირება დავიწყო, ლადო კარგი ბიჭია და ხმა მომეცით მეთქი? როგორ ვიკადრებ

ახლა გინდათ, პოზირება დავიწყო და ლადო კარგი ბიჭია მეთქი? ამას როგორ ვიკადრებ ან ჩემი მოსახლის წინაშე ასეთი სიტყვებით როგორ დავიწყებ, ლადო კარგი ბიჭია, ამიტომ მომეცით ხმა მეთქი. ამას გავაკეთებ? ეს არ არის ჩემი ფორმა, იცოდეთ. ასეთ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ მიიღებს. ამას მოსახლე თვითონ გადაწყვეტს. ცხოვრება არის ავანსცენა, ცხოვრება არის კულისი, ცხოვრება არის პარტერი, ცხოვრება არის თეატრს მიღმაც. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ავანსცენაზე იყო, კულისში, პარტერში თუ თეატრში შეუსვლელი, ის არ შეცვლილა, რამდენი იარლიყივ არ უნდა მიაწებოს ჟურნალისტიკამ და პოლიტიკურმა ველმა, ეს მათთვის მიმინდია

მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე TV პირველის ეთერში, კითხვაზე, რა არის მისი მთავარი უპირატესობა არჩევნების მეორე ტურში.

კომენტარები