26 მაისი

ლადო კახაძე: დღევანდელ დღეს ზეიმობს სრულიად საქართველო, ზეიმობს ცა და მიწა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღე საქართველოს ისტორიაში, თავისი შინაარსით და თავისი ფორმით. თავისი წინსწრებით, იმიტომ, რომ 101 წლის წინ ადამიანებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენზე შეყვარებულებმა, ისე, რომ არ გვიცნობდნენ ვინ ვიქნებოდით მათ შემდგომ მოვლენილი ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს ყველაფერი მათ იწინასწარმეტყველეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, თავისუფალ საქართველოში ცხოვრება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ვინმესთან დამოკიდებულებაში მყოფი, ანუ იმ მდგომარეობაში, როდესაც შენ შენი საკუთარი მეს გაცხადების უფლება სწორუპოვარი არ გაქვს. დიახ, დღევანდელ დღეს ზეიმობს სრულიად საქართველო, ზეიმობს ცა და მიწა, იმიტომ, რომ ქართველებს, რომლებსაც დაგვმშვენდა ჩვენი წინაპრების სახელის ტარება, რომლებსაც დიდი პატივი გვერგო წილად გაგვეგრძელებინა ცხოვრება იმ მიწაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელსაც ძალიან კარგი წინაპრები და შემოქმედნი ჰყავდნენ და ამაზე ნაკლები არ შეიძლება იყოს ქართველთა მომავალი. არათუ ნაკლები, არამედ მეტი უნდა შეიქმნას, თანამედროვე გამოწვევებში, თანამედროვე ცივილიზაციაში ქართველებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდრონ და ამაში იმ ჩვენს წინაპრებს აქვთ დიდი წვლილი.

მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

კომენტარები