ევროპული საქართველო

ხოშტარია "ოცნებას": გირგვლიანს როგორ ახსენებთ, როცა მისი საქმის მოსამართლე უვადოდ დანიშნეთ?

არჩევნები ქართული ოცნების ხელში გახდა მართლაც უსინდისობისა და უტიფრობის ტესტი, რომელიც მე არ ვიცი, მეც კი მრცხვენია, როდესაც რაღაცებს ვუსმენ იმიტომ, რომ არ ვიცი ამ ხალხს, რა ჰგონია, რომ დრო შლის ამ ყველაფერს, სიტყვები ჰაერში გაქრება, თუ რა. მე მაინტერესებს, მათიკაშვილ-ზარდიაშვილ, ეს რაღაც უბიოგრაფიო ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას? სად იყავით, თქვენ მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, ებრძოდა ქუჩაში, ებრძოდა პოლიციის წინააღმდეგ, ებრძოდა სტრასბურგში და მოუგო. თქვენგან განსხვავებით, სად იყავით, როგორ იღებთ საერთოდ ხმას. როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ახლა, რამდენიმე დღის წინ გირგვლიანის მოსამართლე უვადოდ დანიშნეთ. როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ერთერთი მთავარი ჯალათი გირგვლიანის საქმის, მურუსიძე, გამოფენილი გყავთ პოლიტიკურ აქტივისტად, აქებთ, ადიდებთ, გადაფარებული ხართ ყველა და სისტემას ასვამთ თავზე. როგორ ბედავთ საერთოდ გირგვლიანის ხსენებას და რაც მთავარია, ყველამ ხომ ვიცით, რისთვის ახსენებთ. გარდაცვლილი ადამიანის სახელით ვაჭრობთ, რომ ერთი წესიერი ადამიანი არ შემოვიდეს პარლამენტში, რომ ერთი ადგილი არ დათმოთ. ამისთვის გიღირთ, რომ უბრალოდ ივაჭროთ სულებით. ეს წარმოუდგენელი უტიფრობაა, ოღონდ ყველაზე კარგი იცით, რა არის? მთაწმინდის ამომრჩეველმა ზუსტად გაარჩია, სად არის შავი და სად არის თეთრი. ზუსტად გაარჩია და თქვა, რომ არა, მურუსიძე-ივანიშვილს ჩვენ არ მივცემთ ხმას და შალვა შავგულიძეს მივცემთ ხმას. ის ყველა ხელისუფლებაში ებრძოდა ხელისუფლებას

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" იმ წევრებს მიმართავს, რომლებიც შალვა შავგულიძეს ევროპულ საქართველოსთან ალიანსის გამო აკრიტიკებენ. 9 ივნისს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ქართული ოცნება ლადო კახაძეს წარადგენს, ხოლო საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" შალვა შავგულიძეს.

კომენტარები