მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი დავით გარეჯზე: მზად ვარ ჩავიდე ბაქოში და გამოვიყენო ჩემი კავშირი და ავტორიტეტი

ივანიშვილი საკუთარი ფულისთვის ყიდის საქართველოს და თითოეული მოქალაქის ინტერესებს. როცა გყავს ჩვეულებრივი მეჯღანუაშვილი, ჩვეულებრივი ქორვაჭარი საქართველოს დირექტორად, რომელიც ფეხებს იწმენდს საკუთარ ხალხზე, თქვენ რა გინდათ, რომ აზერბაიჯანმა გვცეს პატივი, თურქეთმა გვცეს პატივი? მე მიცნობდა მთელი მსოფლიო, საქართველო იყო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ჩემს სიტყვას ჰქონდა ფასი აზერბაიჯანში, ჩემს სიტყვას ჰქონდა ფასი თურქეთში. მთვარი მიზეზი არის ივანიშვილი, რომელის სძალავს ფულს იმათ და მთავარი მიზეზი არის საქართველოს პრესტიჟის უკიდურესი დაცემა.

მე ძალიან მტკივა გარეჯი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო კომპლექსი და ძალიან დიდი სიტორიული მნიშვნელობის ძეგლი. მე ვეთანხმები პატრიარქს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი მტრებს, რომ გამოიყენონ ჩვენი უთანხმოება.

თუ ისინი მინიმუმ არ იქნებიან ამის წინააღმდეგი, რომ ეს გავაკეთო, მე მზად ვარ, ჩავიდე ბაქოში და გამოვიყენო ყველა ჩემი კავშირი და ავტორიტეტი. აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ყველა ქართველს, ვინც ყოფილა აზერბაიჯანში, ყველამ ზედმიწევნით იცის. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მე მაქვს უკიდურესად თბილი, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში დავით გარეჯზე საუბრისას.

კომენტარები