ადა მარშანია: ჩვენი ამ აქციაზე დგომით აფხაზეთი ბრუნდება

გაგიმარჯოთ, საქართველოს ჯარისკაცებო. თქვენზე, თქვენს სინდისზე, თქვენს გულზე, თქვენს სისხლზე, ჩვენს ჯიშზე, ჩვენს მონდომებაზე, ჩვენს ბრძოლაზე დგას ეს ქვეყანა, ჩვენი საყვარელი, ულამაზესი საქართველო. ამიტომ, არცერთი წუთი არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ აქ მოვედით, ჩვენ აქ ვიდექით, ბევრჯერ მოვედით, ბევრჯერ დავდექით, მაგრამ მერე, რა? არცერთი წუთი არ ვიფიქროთ ასე. ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში ჩვენ-ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები იმიტომ, რომ ამაზე უფრო უზენაესი საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა. ამიტომ ხართ თქვენ, ამიტომ. ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, მე ეს ნამდვილად ვიცი

პატრიოტთა ალიანსის აქცია თავისუფლების მოედანზე 15 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყო. აქცია, სახელწოდებით "დავიცვათ დავით გარეჯი", პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებს, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნაა. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები