ლგბტ კვირეული

ვასაძე: ტუტუც უცხოელ ელჩსაც შევუკრავთ ხელებს თავისი დაცვიანად და მივაბრძანებთ საელჩოში

რაც შეეხება უცხოელების მონაწილეობას ამ ყველაფერში, ხმები ვრცელდება რომ ჩამოჰყავთ თვითმფრინავებით მამათმავლები და არის ერთუ ვაი-უშველებელი. ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, როცა თვითმფრინავი გადმოუფრენს თრიალეთს და უახლოვდება თბილისის აეროპორტს, მშვენივრად ჩანს იქ ნარიყალაზე ქართლის დედა და კარგად დააკვირდნენ მას, ქართლის დედას ხელში ორი რამე უჭირავს - ღვინის თასი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ მახვილით არავის არ დავხვდებით, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ. ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში, გვასწავლის ჩვენ ჭკუას და ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს და ეუბნება, რომ "ეს ქენით, თორემ იმას გიზამთ და ამას გიზამთ", ის აღარ არის ელჩი, ძმაო, ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, ხელები შევუკრათ თავისი დაცვიანად, არც ეგაა პრობლემა. შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში ისე, რომ თავიდან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება

სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორი ლევან ვასაძე ამბობს, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმები" იქმნება. ვასაძის თქმით, რაზმები დაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძე ამბობს, რომ თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს".

კომენტარები