ლგბტ კვირეული

ხულორდავა: პრაიდის თემით ორივე მხარე მანიპულირებს, რასაც ჩვენი უკეთესი მომავალი ეწირება

ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია! სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით.

სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას. პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!

დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!

წერე ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავა facebook-ზე. 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს.

კომენტარები