სიძულვილის ჯგუფები

მინდიაშვილი: თეთრმანჟეტიანები კონსერვატორები კი არა, რუსული ფაშისტური ძალაა

მეგობრებო, ეს თეთმანჟეტიანები არ არიან არც კონსერვატორები, არც ულტრამემარჯვენეები, არც ნაციონალისტები, არც რელიგიური ფუნდამენტალისტები - არამედ ღიად გაცხადებული რუსული ფაშისტური ხასიათის ძალაა. ამას თავად არ მალავენ და არც ჩვენ უნდა მოვიხსენით სხვაგვარად. როცა სხვა ცნებებით აღვწერთ მათ ვინაობას, მათი რეალური მოტივაციისა და მიზნებიდან აქცენტი სულ სხვა რამეზე გადაგვაქვს, რაც გვატყუებს და სიცხადეს უკარგავს პრობლემას. ჩვენ ნაციონალიზმს, კონსერვტიზმს, მართლმაიდიდებლურ ფუნდამენტალიზმს კი არ უნდა დავუპირისპირდეთ, არამედ, მათი სახით, უნდა ვებრძოლოთ რუსეთის აგრესიას საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის გეგმას.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. გუშინ ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "სახალხო რაზმების" შექმნა დააანონსა. ვასაძის თქმით, რაზმები დაიყოფა "ათეულებად - ათისთავებით, ასეულებად - ასისთავებით და ათასეულებად - ლეგიონად". "ათისთავს ცალ ხელზე ეკეთება თეთრი ხელსახოცი, ასისთავს ორ ხელზე, ათასისთავი რავიცი, თავზე წაიკრავს, რიგითს კი არაფერი ეკეთება, მე რიგითი ვიქბები" - თქვა ლევან ვასაძემ.

კომენტარები