ლგბტ კვირეული

ვასაძე: დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება

არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა. ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობით ჩვენ, თუკი გარყვნილებისა და სიბილწის პროპაგანდისტები ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ – რისთვის, რომ ჩავქოლოთ ქათმები ან ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, რომლებიც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა, რა თქმა უნდა. ჩვენ მათ ხელებს შევუკრავთ ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან... გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ ან წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტყამთ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ. დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, როდესაც დაინახავდა უზრდელობას ვერაზე ან რუსთაველზე, ყურს უწევდა ხოლმე. მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება და ვაკმაროთ მათ ეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ "მხოლოდ ნამდვილი კაცების" შეკრებაზე.

კომენტარები