აქცია პარლამენტთან

კალაძე: მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს

პარლამენტთან მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.

მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.

პოლიცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად, მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. აქცია პარლამენტთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გასაპროტესტებლად დაიწყო, თუმცა, ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. ამას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა, დაშავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი.

კომენტარები