მეუფე იოსები: როგორც 9 აპრილს იყო ნაცემი ახალგაზრდობის ნაწილი, ასევე მოხდა დღეს

შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება უერთდება ქართველი ხალხის ჩივილს ბატონი გავრილოვის შეურაცხმყოფელ ქმედებასთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება თითქოს ეს შეკრება მართლმადიდებლობასთან იყოს კავშირში ეს სრული სიცრუეა, სინოდის წევრებმა მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ რაც მოხდა და როგორც მოხდა. სამწუხარო რეალობის წინ დადგა ქართველი ერი, ისე როგორც 9 აპრილის ღამეს იქნა ნაცემი, იგნორირებული და მოწამლული ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ასევე მოხდა დღეს, ისტორია მეორდება.
არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა.

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, გუშინ პოლიციის მიერ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლაზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები