თალაკვაძე: R2-ს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, იტყუებიან, რომ აქციაზე მუხტი შეინარჩუნონ

მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტურმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში.

ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებ, ეს ენარჩუნება მიმდინარე აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება.

ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არ ერთ მედიას არ ემუქრება

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და რუსთავი 2-ის დირექტორის განცხადება უარყო. ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის ძალადობრივად აღებას აპირებს.

კომენტარები