არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება!

მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება! ჩვენ აუცილებლად ამ პროცესების ნორმალიზებას მოვახდენთ უმოკლეს დროში და საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ნატოსთან გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, გააგრძელებს თავის ნორმალურ განვითარებას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ვერ და არ შეიცვლება. საქართველო თავის ადგილს კიდევ უფრო დაიმკვიდრებს დასავლურ ოჯახში. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მთავარ პრობლემას ოკუპაციას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დეოკუპაცია, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი. არცერთი კომპრომისი, როცა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველო, ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს ეს. იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ გახდება!

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები