ღარიბაშვილი: ენმ ჩამოყალიბდა საშიშ ორგანიზაციად, არის რადიკალური, ტერორიზმისკენ გადახრილი

მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ეს მობილიზებული ძალები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ჩვენს სახელმწიფოს. პოლიცია დადგა მტკიცედ, სახელმწიფოს და ხალხის მხარეს და არა ამ ნაძირალა, უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, სააკაშვილის მხარეს. რომელსაც ჰქონდა მანამდე მოწოდება, მან მიმართა პოლიციას, რომ არ დამორჩილებოდა კანონიერ ხელისუფლებას. თქვენ გესმით, ჩვენ ვაცნობიერებთ რასთან გვქონდა საქმე? ნაცმოძრაობა ჩამოყალიბდა ძალიან საშიშ ორგანიზაციად. ეს არის რადიკალური, უკვე ტერორიზმისკენ მიმართული, გადახრილი ორგანიზაცია, ძალიან საშიში გამოვლინებებით.

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის ეთერში, გავრილოვის ღამეზე.

კომენტარები