ნიკა მელიას საქმე

ჯაში: დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა

2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია

პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი, 3-მა თავი შეიკავა - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია სულ 94-მა დეპუტატმა გაიარა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ჯაში სხდომას ესწრებოდა, თუმცა მან რეგისტრაცია არ გაიარა. რადიო თავისუფლების ცნობით, ჯაში ამბობს, რომ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან და ამით ორი ადამიანის თხოვნა შეასრულა.

კომენტარები