წულუკიანი: მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება

მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო.

დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი-მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ. მე არ მგონია,რომ პასუხისმგებლიანი იქნება ჩემი პოზიცია, იცით, რომ არც ლაპარაკის პრობელმა მაქვს, არც ენაკვიმატობის და არც სხვა რამის, მაგრამ ნებისმიერ ჩემს სიტყვას ვზომავ, იმიტომ, რომ მიკავია ის თანმდებობა, რაც მიკავია და არ მომივიდეს ისე, რომ იმ ცეცხლზე, რაც ანთია დავასხა ნავთი, მე მესმის, რომ ზოგიერთისთვის ეს სულერთია, ჩემთბვის არ არის - დავასხამ მე ცეცხლზე ნავთ, თუ არა. შესაბამისად, ვამბობ რბილად, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, იქ სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო, ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ვინ? - ყვექანაში რიგით მეორე პირმა.

ამბიბს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები