20 ივნისის აქცია

ხუხაშვილი: გახარიას ვინც უკიჟინებს, რომ "არ გადადგეს", ასეთივე აღტყინებით "ჩადებს მიწაში"

ბატონმა გახარიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით არის პასუხისმგებელი ამ პროცესებზე, აქვს შანსი, თავისი გადადგომით გზა გაუხსნას საერთო სახალხო დიალოგს, გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ფორმულის შემუშავების მიზნით. მან უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს განსაკუთრებული აღტყინებით უკიჟინებენ, რომ "არ გადადგეს", ასეთივე აღტყინებით "ჩადებენ მიწაში", როგორც კი რაღაც შეიცვლება. მათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.

ამით ჩვენ ვეტყვით ახალგაზრდობას, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი არ იყო ფუჭი. ვეტყვით, რომ მათი თვალის ჩინის დაკარგვის ფასად ჩვენ აგვეხილა თვალები და მათთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა მოგვიტანოს ჭეშმარიტი თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევასა და მის შემდგომ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები