ცქიტიშვილი: პოლიტიკური ძალები ცდილობენ პროტესტი ანტირუსული, რუსოფობიური გახდეს

სამწუხაროდ, ჩვენ მას შემდეგ, 21 ივნისის შემდეგ ვხედავთ ისევ პოლიტიკური, ამავე პოლიტიკური ძალების მხრიდან მცდელობას, რომ ახლა უკვე ეს პროტესტი გადავიდეს ეთნიკურ ჭრილში ერთგვარი რუსოფობიური, ანტირუსული განწყობები გაძლიერდეს ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ერთი მცდელობა ალბათ აი ამ ტალღის, როდესაც უკვე ეკონომიკურ ასპექტში იქნას აი ეს ყველაფერი გადატანილი. ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსეთის რეაქცია იმ ქმედებებზე, რომელიც თუნდაც რუსეთის დელეგაციის ასეთი სახით გაცილებას დაერთო თან და იმ მოვლენებს, რომელიც იყო და უშუალოდ უკვე ეს შემდგომი გაღვივება ამ ანტირუსული განწყობების ქვეყანაში, რომელიც კიდევ ერთხელ განვმეორდები არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს არ გვქონია ჩვენ ქვეყანაში არამხოლოდ რუსების მიმართ, არამედ არცერთი სხვა ეროვნების მიმართ.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 2 ივლისს გადაცემაში "პირისპირ" განაცხადა.

კომენტარები