ბრეგაძე: თავის გაწირვა რომ მომიწიოს, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, არ დავუშვებ გეი აღლუმს

მარტო ერთ კაცს, სანდრო ბრეგაძეს, რომ მომიწიოს თავის გაწირვა, თავის დადება, სულ მარტო რომ დავრჩე, ერთი კაცი რომ დავრჩე ქუჩაში, არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას. [...] ჩემი შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, უფალ, მაღალ იესო ქრისტეს გეფიცებით, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, რომ არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას.

ამბობს ძალადობრივი ჯგუფების ერთერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფეისბიქზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით, ღირსების მარში 8 ივლისს ჩატარდება. მარში 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო გამო გადაიდო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები