ლარის კურსი

ბაქრაძე: ლარის კურსის ოპოზიციისთვის დაბრალება ნიშნავს, რომ მთავრობას არ აქვს ხედვა

პასუხიმგებლობისგან გაქცევა და სხვაზე გადაბრალება არის ქართული ოცნების საფირმო ნიშანი. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მაშინაც კი, როდესაც თბილისის ცენტრი რამდენიმე თვის მანძილზე იყო ჩაკეტილი და პარალიზებული ოპოზიიციის კარვებით, 2010 წელს, როდესაც ვერ ფუნქციონირებდა პარლამენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინაც კი არ მომხდარა ლარის ასეთი გაფასურება და ლარი დოლართან მიმართებაში იყო 1.7-ზე. რუსული აგრესიის დროსაც კი არ მომხდარა ლარის ვარდნა 2,9 ნიშნულამდე, როგორც ეს გვაქვს დღეს. ამ პროცესების ოპოზიციაზე გადაბრალება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს უბრალოდ არც პასუხიმგებლობა და არ კომპეტენცია, იმისთვის რომ მართოს ქვეყანა. სინამდვილეში მიზეზი არის სხვა, მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მომავლის ხედვა და გეგმა და თვითდინებაზე და უპატრონოდ დატოვებულ ქვეყანაში რა თქმა უნდა ლარი უაფსურდება. ჩვენ გვყავს მთავრობა რომელიც მთლიანად დაკავებულია კორუფციით და ნეპოტიზმით, რაც ამცირებს შემოსული ინვესტიციების რაოდენობას და ინვესტიციების სიმცირე ურტყმას ლარს. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური მთავრობა, რომელიც ბიზნესისთვის შეღავათების მინიჭების ნაცვლად, ზრდის გადასახადებს და გამოდის ახალი რეგულაციებით და შემდეგ უკვირს, რატომ ვერ ვითარდება ეკონომიკა სწრაფი ტემპით. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვითონ თესავს საზოგადოებაზში არასტაბილურობის განცდას, იმითი რომ მუდმივად საუბრობს გადატრიალებაზე, ამბოხებაზე და სისხლისღვრაზე. ეს ყველაფერი არის მიზეზი სწორედ ლარის გაუფასურების და ამის ოპოზიციაზე გადმობრალება კიდევე ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მთავრობას არ აქვს არც კომპეტენტურობა არც ცოდნა და არც ხედვა იმისთვის რომ სახლემწიფო გამოიყვანოს კრიზისიდან.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ლარის კურსზე და ხელისუფლების განცხადებებზე ლარის კურსი გაუფასურების მიზეზებზე.

კომენტარები