რუსეთ-საქართველო

მაჭავარიანი რუსეთზე: დალაგება ნიშნავს ადამიანური ურთიერთობების გამიჯვნას პოლიტიკისგან

ურთიერთობის დალაგება არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რამენაირად შერბილდება. სამწუხაროდ, არც იმას ნიშნავს, რომ რუსები უარს იტყვიან ამ ტერიტორიების აღიარებაზე. მაშინ რას ნიშნავდა ურთიერთობების დალაგების მცდელობა, როცა ამას ქართული ოცნება ჰპირდებოდა მოსახლეობას - ეს ნიშნავდა ბიზნეს, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობების მაქსიმალურად გამიჯვნას პოლიტიკისგან.

მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობებები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება. ახლა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენც ამ საკითხს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებამ სავაჭრო და კულტურულ ნაწილში შეანელა თუ არა ჩვენი წინსვლა და მისწრაფება დასავლეთთან, პირიქით - გააძლიერა. მე შეგახსენებთ, რომ ამავდროულად, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. პარალელურად, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ არ ახსოვს ნატოსა და საქართველოს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

კომენტარები