საფრანგეთის ელჩი: 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ვყოფილვარ

პირადად მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა პარლამენტში იყო. რა დრომდე ეს არ ვიცი, არ მიმიღია სატელეფონო ზარი, ან შეიძლება გამომრჩა, რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხიმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი და მაშინდელი სიტუაცია და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა, თუ როგორ არის საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით, ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე თუ აზრს გვკითხავენ ვეუბნებით, მაგრამ ისინი არიან არჩეულები, ეკისრებათ პოლიტიკური პასუხიმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად.

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა. შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს". [რუსთავი 2-ის თარგმანი]
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები