რუსთავი 2-ის საქმე

ბარამიძე R2-ზე: მიამიტობაა ფიქრი, რომ ივანიშვილის ფული და პუტინის გავლენა არ იქნებოდა ჩართული

ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ ბრძოლაში ვართ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ; ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან [..] ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს, პირდაპირ პუტინია ინფორმირებული რა და როგორ იქნება რუსთავი 2-თან მიმართებაში და იქედან ინსტრუქციებს იძლევიან.

​ალბათ ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული ამ გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, არ მინდა ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები