რუსთავის 2-ის საქმე

უდუმაშვილი R2-ზე: ეს პოლიტიკური ლუკმა ივანიშვილისთვის დიდია გადასაყლაპად და ძვირად დაუჯდება

ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და მძიმე იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, თუმც აეს არის სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჩვენ ვალდებული ვართ მას დავემორჩილოთ, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე რაღაც რომელსაც ასევე უნდა დაემორჩილოს საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ რუსთავი 2-ს აქვს საშუალება, რომ გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ვიდრე დიდი პალატა არ გამოიტანს გადაწყვეტილებას მანამდე არ უნდა მოხდეს რუსთავი 2-ში არანაირი ჩარევა. ნებისმიერი სახის ჩარევა რუსთავი 2-ში ახლა აღიქმება როგორც პირდაპირი ჩარევა მის სარედაქციო პოლიტიკაში. ახლა ხელისუფლება შეეცდება რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს თემა, რომ რამენაირად ხელში ჩაიგდოს.

რუსთავი 2 დაბადების დღიდან სულ ომშია. არ ჰქონია რუსთავი 2-ს ისეთი პერიოდი, როცა კარგად ცხოვრობდა. მაგრამ ასეთი პერიოდი როგორიც ბოლო 7 წლის განმავლობაში იყო, არ ყოფილა. 

მე იმედს ვიტოვებ რომ გასაჩივრების შემთხვევაში "რუსთავი 2" აუცილებლად მიაღწევს სამართალს იმიტომ, რომ არ ვიცი რა დავარქვა ამას, რაღაც ვარსკვლავზეა გაჩენილი. ყოველთვის ასეთი სამართლიანი ბრძოლები მთავრდებოდა საბოლოო ჯამში "რუსთავი 2"-ის გამარჯვებით. ეს პოლიტიკური ლუკმა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან დიდია გადასაყლაპად და თუ შეეცდება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები