რუსთავი 2-ის საქმე

კილაძე R2-ზე: იმედია, ენმ არ იტყვის იმას, რომ ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იტყვის იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა სტრასბურგის სასამართლო ან სხვა რაიმე მსგავს ნონსენსს, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ყოველთვის, გადაწყვეტილებისას ერთ-ერთი მხარე არის უკმაყოფილო, ამ შემთხვევაში, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა კონვენციასთან. აქედან გამომდინარე, მე სიმართლე გითხრათ ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია და მათთან აპელირებული პირები, რომ საქმეში კიდევ რაღაც დამატებით დაინახონ სხვადასხვა საფუძველი არასწორი და არასამართლებრივი. ძალიან საოცარი არის, სიმართლე გითხრათ. როდესაც ჩვენი ოპოზიცია თავს დებს იმაზე, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია არიან და დასავლური ორიენტაციის პარტია არის, მაგალითად, ენმ და იმავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს მართლაც ორმაგი სტანდარტიც აღარ არის უკვე

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები