უგულავა: რაც შორს გაწელავს გახარიას არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, უფრო მწარედ მოხვდება

სადამდე მივა ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვების პროცესი და სად ჩანს ფინალი?! ამ პროცესს ფინალი არ აქვს. ეს არის გამოგონილი პროცესი, გამოგონილია მანამდე, სანამ აქტუალურია, ცხელია 20 ივნისის ტრაგედია. ეს ტრაგედია მსგავსად წინამორბედი ტრაგედიებისა, არ დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ ტყუილად აქვს ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ეს რამენაირად გაიწოვება. არა, პირიქით, რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო შორს გაწელავს გახარიას არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში. ამიტომ მე არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი იქნება, თუ ივანიშვილმა არ მიიღო გადაწყვეტილება უბრალოდ, პოლიტიკური რეპრესიების ჩატარების. 215 მუხლით, რაც სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს, სამი საქმეა აღძრული. არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ამ ფონზე გახარიას საუბარი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ, სერიოზულად აღარ უნდა აღვიქვათ. ეს იყო ჯიბრში ჩამდგარი, უტიფარი, შეშინებული ადამიანის საუბარი. მე მაგას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მეტსაც გეტყვით, გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვერ აღიქვამს. უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ გახარიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა. 

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები