ხაზარაძე: არავის ეგონოს, რამე გამაჩერებს, გავაგრძელებთ მოძრაობას, საქართველო არის ჩვენი

დაკითხვაზე იმდენჯერ მოვალ, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, არავის ეგონის, რომ რამე გამაჩერებს, ვართ მართლები, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში.

ასე რომ დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის.

მე არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს

ბრალდების დადგენილების გასაცნობად პროკურატურაში მისულმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ დაკავებას არ გამორიცხავს.

კომენტარები