ოქრუაშვილი დაკავება

ოხანაშვილი: აბსურდია, რომ ოქრუაშვილის დაკავება, პოლიტიკურ ინტერესთან არის დაკავშირებული

პასუხი ამაზე, რომ არის თუ არა ეს თითქოს, რაიმე პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებული, ეს არის სრულიად აბსურდი და ამაზე, თუ რატომ არის ეს აბსურდი, პასუხობს ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ, როგორ მონაწილეობს ეს ადამიანი და რა ქმედებებს ახორციელებს რუსთაველის გამზირზე პოლიციელებთან მიმართებაში. ჩემი ვალდებულებაა, დავიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მე სხვა დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. ძალიან კარგად იცით, რა კადრებზეც არის საუბარი, შსს-მაც გაასაჯაროვა კიდევ ერთხელ ეს კადრები, თუ როგორ არის ჩართული კონკრეტული პირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში, რას აკეთებენ. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება.

კომენტარები