პატრიოტთა ალიანსი

ლომია: რუსეთთან რიტორიკა უნდა შეიცვალოს, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

რიტორიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობის აღდგენა [რუსეთთან], დიალოგი, ეს უალტერნატივოა. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. 30 წლის განმავლობაში სულ საუბარი მიდის - ოკუპანტი, მტერი და ა.შ. ნუ გავიგეთ რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენთვის არაფერი არ შეიცვალა უკეთესობისკენ. როდესაც გამოდიხარ და მუდმივად ახსენებ, რომ შენ ხარ ოკუპანტი, მტერი და ა.შ. და ამ რიტორიკას აგრძელებ, მოგება ნოლია. იმიტომ, რომ ამას აკეთებს მხოლოდ ის პოლიტიკური დესტრუქციული ძალა, როგორიც არის "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო"

პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიამ რუსეთში ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, რუსეთში გამართული მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი იყო.

კომენტარები