მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია

კალაძე: მრგვალი ბაღი ძალიან მაგარი გამოვიდა, ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ

რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გავხსენით განახლებული მრგვალი ბაღი. ძალიან მაგარი გამოვიდა, ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ცუდად დაიწყო, რადგან კომპანიამ, ვისაც უნდა გაეკეთებინა შეგვიქმნა პრობლემები, ვერ ასრულებდა ვალდებულებას, შემდეგ მოგვიწია კომპანიის შეცვლა და ბიზნესთან თანამშრომლობით მოხდა ის, რომ გავაკეთეთ ძალიან მაგარი რეაბილიტაცია, ბიზნესის ჩართულობით და თანადგომით. დარწმუნებული ვარ, იქ მიმსვლელი ადამიანები ბედნიერები არიან და ამაყობენ ამ გაკეთებული პროექტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

თბილისის მერი კახა კალაძე მრგვალი ბაღის რეაბილიტაციაზე

კომენტარები