თურნავა: შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად არის გაუფასურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, ლარი არ უნდა იყოს ახლა ამ ნიშნულზე, რადგან ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოხდება საინფორმაციო ფონის ნორმალიზაცია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უფრო სწრაფად მივიღებთ პროცესების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეკონომიკური პარამეტრები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა. ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ლარის კურსის შესახებ. თურნავამ ამის შესახებ ტელეკომპანია იმედზე ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები