ხუნდაძე: რომ არა ენმ, რუსეთი ზრახვას ვერ აისრულებდა, ომის ავტორი რუსეთია, თანაავტორი - ენმ

ამ ომს ჰყავს ავტორი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზეა იდენტიფიცირებული - ეს არის რუსეთი, რომელმაც აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების უგულებელყოფით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია.

მაგრამ ასევე ამ ომს ჰყავს თანაავტორიც, მიუხედავად რუსეთის ამდაგვარი ზრახვისა, დიდი ხნის სურვილისა და ქმედებისა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა საქართველოს მიმართ საომარი რიტორიკა, რომ არა თანაავტორი, ენმ და  მიხეილ სააკაშვილი, ის ამ ზრახვას ვერ აისრულებდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წლის შემდეგ გვაქვს უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, დაღუპული ადამიანები

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, TV იმედის ეთერში.

კომენტარები