გრიგოლია: ხელისუფლებამ R2 ჯიბეში ჩაიდო და იფიქრა, აგვისტოა, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთ

ერთი პროცენტითაც რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე, ბიზნესინტერესების დასაცავად მე აქ არ ვიქნებოდი, ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია პირველს - ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო ისე შეუფარდეს, რომ კომპანიბის ერთერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, მაგალითად, ხორავას ქუჩის, თემირლან მაჩალიკაშვილის, პირადი ცხოვრების კადრების ამბავი, აღარ წავალ უფრო შორს, რაფალიანცის თემიდან დაწყებული, უეცრად, როცა ამდენი ამბავია გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი და არც დაზარალებული.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ რუსთავი ორი ჯიბეში ჩაიდო, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთ. ალბათ არც ერთი თქვენგანისთვის არ იქნება ახალი ამბავი, რომ TV პირველზე იყო კულუარული შეტევები, ამაზე უნდა ისაუბროს არხის ხელმძღვანელმა. ახლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ "სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა, ბარემ TV პირველსაც გავაჩერებთ". მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით, აქ არის უამრავი ჟურნალისტი, რომელთა წვლილიც არის ტელეკომპანიის შექმნაში, ამიტომ ასე ადვილად არავის გამოუვა.

ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვატო წერეთელი აქ [დაკითხვაზე] არ იქნებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც TV პირველის დამფუძნებელს კითხავენ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც მივიდა.

კომენტარები