მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სარკოზი კლოუნივით იქცეოდა, ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მისტრალებზე გაყიდა

სარკოზი მართლა კლოუნივით იქცეოდა, ისეთი არაკომპეტენტური იყო. სარკოზის არაკეთილგანწყობა ამერიკელებისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ იმას ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად, ამერიკელები გვერდზე გაწია. ამერიკელებს არ სურდათ, მას შეესრულებინა ეს მისია. სარკოზიმ ისინი ფაქტობრივად ჩააჩოჩა დიპლომატიური პროცესიდან და ორმაგი თამაში ითამაშა. ისიც ვთქვათ, რომ კარგი და პოზიტიური ნაწილი ამ შეთანმხებისა ის იყო, რომ რუსებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ, თუმცა მეორე მხრივ, იმდენი ცუდი რამეა: ამერიკელების ჩაჩოჩება, რუსებისთვის უსაფრთხოების ზონების გადაცემა, ამასთან, მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური როლის მინიჭება. სარკოზის საქციელში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ შეთანხმების შესახებ რამდენიმე თვეში დაივიწყა. ფაქტობრივად, მისტრალებისთვის გაყიდა.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IWPR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის როლზე საუბრობს აგვისტოს ომის და შემდგომ განვითარებულ პროცესებში.

კომენტარები